logo
ENG



"ამ დროისთვის ჯამში 210 ადამიანია გამოყვანილი" - რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რწმუნებული

04 აგვ 202310:49
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/04/yuyvyr3lrh6cxb0.png

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო გუბერნატორისა და საგანგებო შტაბის ხელმძღვანელის, პაპუნა მარგველიძის განცხადებით დღეს ვერტმფერნმა სულ 9 ფრენა განახორციელა, რის შედეგადაც სტიქიის ზონიდან გამოყვანილია 140 ადამიანი. საერთო ჯამში კი უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 210 პირი.

"მთელი ღამის განმავლობაში სამძებრო და სამაშველო სამუშაოები გრძელდებოდა. ასევე შტაბის მუშაობაც არ შეწყვეტილა, ყველანი ადგილას ვიყავით, ვიღებდით ინფორმაციებს და ხდებოდა შესაბამისი რეაგირება. დღეს, ამ პერიოდისთვის ვერტმფრენმა 9 რეისი შეასრულა გადმოიყვანა 140 ადამიანი. სულ, გუშინდელისა და დღევანდელი დღის ჩათვლით არის გადმოყვანილია 210 ადამიანი გადმოყვანილი, რომლებიც სხვადასხვა ადგილას არიან განთავსებული, ნაწილმა უკვე დატოვა ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორია." - განაცხადა პაპუნა მარგველიძემ.

3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა. 

ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი.

გზების გაწმენდის სამუშაოები ღამით დასრულდა და დღეს დილიდან გაგრძელდა. 

სტიქიის ზონაში დაკარგულ ადამიანებს მაშველები კვლავ ეძებენ.  

ოფიციალური ინფორმაციით, მეწყერს 2 ადამიანი ემსხვერპლა.

 

 

close დახურვა